ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა ერთობლივი შემოსავლებით ყველაზე მდიდარი ცნობილი წყვილების ყოველწლიური რეიტინგი.
ყველაზე მდიდარ წყვილთა რეიტინგში პირველი ადგილი წილად ხვდა ჟიზელ ბუნდჰემს და ტომ ბრედის. მოდელისა და მისი მეუღლის ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის წლის განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 76 მილიონი დოლარი შეადგინა. ოჯახური ბიუჯეტის შევსებაში ბრედის წვლილმა 46 მილიონი დოლარი შეადგინა.
2011 წლის რეიტინგში მეორე ადგილზეა მომღერალი ბეიონს ჰოულზი და მისი მეუღლე რეპერი Jay-Z (ნამდვილი სახელი შონ კორი კარტერი), წლის განმავლობაში წყვილმა 71 მილიონი გამოიმუშავა, ამასთან შემოსავლები პრაქტიკულად თანაბრად განაწილდა. Jay-Z-მა ცოლს მხოლოდ ერთი მილიონი დოლარით აჯობა.
ყველაზე ცნობილი წყვილი ჰოლივუდში ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, წლის განმავლობაში ერთად მიღებული შემოსავლებით, რომელმაც 50 მილიონი შეადგინა რეიტინგში მესამე ადგილზე აღმოჩნდა. საერთო შემოსავლის ნახევარზე მეტი 30 მილიონი ჯოლიმ უზრუნველყო.
რეიტინგში მეოთხე ადგილს სახელგანთქმული ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი და მისი მეუღლე ვიქტორია იკავებენ. ბეკჰემების ერთობლივმა ოჯახურმა შემოსავალმა 45 მილიონი შეადგინა, რომელთაგან 40 მილიონი დევიდმა გამოიმუშავა და მხოლოდ 5 მილიონი ვიქტორიამ, რომელიც მომღერლობიდან დიზაინერად გადაკვალიფიცირდა.
ყველაზე მდიდარ წყვილთა რეიტინგის მეხუთე ადგილზეა კინოსაგა "ბინდის" მთავარი როლის შემსრულებლები, მსახიობები რობერტ პეტისონი და კრისტენ სტიუარტი. ჟურნალ Forbes-ის გაანგარიშებით წლის განმავლობაში ოჯახური ბიუჯეტი თითოეულმა 20 მილიონი დოლარით შეავსო.