21 აგვისტოს, 13:00 საათზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არტანში სახალხო დღესასწაულს "ხვარამზეობა" გაიმართება.
დღესასწაულის ორგანიზატორია კავშირი "ფშავის აღორძინება და განვითარება". ღონისძიება
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადგომით, ასევე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსის, მიტორპოლიტ თადეოზის ლოცვა-კურთხევით იმართება.
დღესასწაულის ფარგლებში ტარდება ერთი ლექსის კონკურსი პოეტ ქალთა შორის, ხვარამზეს სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პოეტები და ცნობილი სახალხო მთქმელები. დამსწრე საზოგადოების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან აგრეთვე ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, მოეწყობა წიგნების, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
ლექსის ზეიმის ფარგლებში მოეწყობა ლიტერატურული კონკურსის "ხვარამზეობის" გამარჯვებულ პოეტ ქალთა სახალხო დაჯილდოება.