გუდაური-კობის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულებიდან ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში მხოლოდ სამი რჩება.
მათგან ყველაზე მძიმე საქართველოს მოქალაქის, ციალა ნიკოლეიშვილის მდგომარეობაა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შედარებით მსუბუქია ეროვნებით სომეხი ორი პაციენტის მდგომარეობა.
ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ სულ 19 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა 16 საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.
რაც შეეხება ავარიის შედეგად დაშავებულ არასრულწლოვნებს, 6 ბავშვი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში ავტობუსი, რომელიც რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით მოძრაობდა 15 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა. შემთხვევის შედეგად სულ 29 მგზავრი დაშავდა.