გუდაურის გზაზე ავტოკატასტროფის დროს დაშავებული მგზავრებიდან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
რუსეთიდან სომხეთში მიმავალ ავტობუსში, რომელიც გუდაურში გზიდან გადავარდა, 29 მგზავრი იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ოთხი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავტობუსში ბავშვები არ იმყოფებოდნენ.
თბილისიდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადებს ელოდებიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დუშეთის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლები.
სამგზავრო ავტობუსი გუდაურის გზაზე გზიდან ხევში გადავარდა. ავტობუსში ძირითადად სომხეთის მოქალაქეები ისხდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერ დაუდგენელია