როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ონის გამგებელმა ვალერიან გობეჯიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ინფორმაცია 30 სოფელში გადამოწმდა და არც ერთ მათგანში ნგრევა არ დაფიქსირებულა.
"გადასამოწმებელი რჩება 34 სოფელი, თუმცა, სავარაუდოდ, რაიმე დაზიანებებს არც იქ უნდა ჰქონდეს ადგილი", - განმარტა ონის გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ 15:57 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი რაჭაში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდა შეადგინა.