რაჭაში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმოლოგიური სამსახურის უფროსმა ზურაბ ჯავახიშვილმა განუცხადა, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ჭრებალოსთან ახლოს დაფიქსირდა.
"საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა იყო და არ არის გამორიცხული მას გარკვეული დაზიანებები მოჰყოლოდა", - განმარტა ჯავახიშვილმა.
ონის გამგებლის, ვალერიან გობეჯიშვილის განცხადებით კი, ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა რაჭაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.
"ამ წუთებში ვიღებთ ინფორმაციას, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა. ჯერჯერობით მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება", - განაცხადა ონის გამგებელმა.
მიწისქვეშა ბიძგები 15:57 საათზე დაფიქსირდა.