შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე ჰაკობ ჩაკხალიანი დააჯარიმეს, რომელმაც ჰიდროციკლით საქართველოს საზღვაო წყლებში ცურვის წესები დაარღვია.
ჰაკობ ჩაკხალიანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 2) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.