აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი ალექსანდრე ანქვაბი დარწმუნებულია, რომ ევროპის ქეყნები აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
"ევროპაში კვლავინდებულარად იმედოვნებენ, რომ ვითარება შესაძლოა შეიცვალოს და საბოლოოდ მის სასარგებლოდ შეტრიალდეს, თუმცა აფხაზეთის ხელისუფლებას დასავლელ პოლიტიკოსებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრებისას არაერთხელ განუცხადებია, რომ აფხაზეთის აღიარების პროცესი შეუქცევადია"- აცხადებს ანქვაბი.
მისივე თქმით, საბოლოოდ ევროპა მიხვდება, რომ აფხაზეთს უნდა ესაუბროს როგორც თანატოლს.
"დასავლეთი და ევროკავშირი არაერთხელ შეეცადნენ ჩვენს ჩართვას სხვადასხვა პროექტში, სადაც უპირატესი აქცენტი იყო საქართველოს ინტერესები და არა აფხაზეთის. ჩვენ არ გავურბივართ კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვმონაწილეობთ ჟენევის კონსულტაციებში, თუმცა გვესმის რომ განსაკუთრებული სარგებელი აფხაზეთისთვის ჯერ კიდევ არ ჩანს...ჩვენ კვლავინდებურად ვტოვებთ ვიწრო ბილიკს კონტაქტებისთვის და დიალოგოისათვის," - განმარტავს ანქვაბი.