ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია საპარლამენტო ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" სხდომაზე, რომელზეც ანძის გასხვისების საკითხის საჯარო განხილვა მოეწყო, არ მივიდა.
სხდომას არც ქობალიას მოადგილეები და უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.
როგორც სხდომის დაწყების წინ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ეკონომიკის უწყების „დამოკიდებულებაზე" მეტყველებს.
ამასთან, ცაგარეიშვილმა ეჭვები გამოთქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ქობალია და მისი ყველა მოადგილე მივლინების გამო ქვეყნიდან აღმოჩნდნენ გასულები.