აშშ-მა დეფოლტი თავიდან აიცილა. კონგრესში ორივე პარტიის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რის შესახებაც განცხადება თავად პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა.
საუბარია 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯების 1 ტრილიონი დოლარით შემცირებაზე.
იმავდროულად, მიღწეულია შეთანხმება ღონისძიებებზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ზღვარის ზრდას 3 ტრილიონით და შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას შეასრულოს თავისი ფინანსური ვალდებულებები.
მიღწეული კომპრომისის მიხედვით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უხლოეს 10 წელიწადში პენტაგონის ბიუჯეტი 350 მლრდ. დოლარით შემცირდება.
ობამას განცხადებით, ეს შემცირება განხორციელდება თავდცვის სამინისტროს მისიის მიერ, შესაბამისი ანალიზის ჩატარების საფუძველზე და ასახავს პრეზიდენტის ვალდებულებას აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით.
მისი თქმით, ხარჯები შიდა პროგრამებზე მიყვანილი იქნება ყველაზე დაბალ დონემდე. პრეზიდენტ დუაიტ ეზენჰაუერის პერიოდიდან.
თუმცა მისივე თქმით, ეს დონე სააკმარისია იმისათვის, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ გააგრძელოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ინვესტიციების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება და სამეცნიერო კვლევა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. ეს იყო თქვენი ხმა, თქვენი წერილები, თქვენი ელექტრონული გზავნილები, თქვენი სატელეფონო ზარები, რომელმაც აიძულა ვაშინგტონი ემოქმედა ამ დღეებში. ამერიკელი ხალხის ხმა არის ძალიან გავლენიანი", - განაცხადა თეთრ სახლში ბარაკ ობამამ.
ობამამ ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების პოზიციის მიუხედავად, აუცილებელია, ეთხოვოს შეძლების მქონე მოქალაქეებს და უმსხვილეს კორპორაციებს თავიანთი წვილი შეიტანონ დეფიციტის დარეგულირების საკითხებში საგადასახადო რეფორმის გზით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრესში კენჭისყრა სავარაუდოდ დეღს, უნდა გაიმართოს რადგანაც 2 აგვისტოს, შესაძლოა, დეფოლტი მოხდეს.