ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა, როგორც საქართველოს მოქალაქემ კანადაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
ცაბოშვილმა აღნიშნა, რომ დროებითი ადმინისტრაცია მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა იმედებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არ გაამართლა და მას იმედი გაუცრუვდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია 2006 წელს შეიქმნა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი დატოვა.