საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის ფიცის დადებასაც დაესწრო.
თამაზ ცაბუტაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ჯონი ხეცურიანი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადმოტანის ფაქტმა არა მხოლოდ გაამართა, არამედ ახლებურად დაგვანახა საქართველოს სწორი დეცენტრალიზაციის პროცესი. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქვეყნის თითოეული კუთხე ერთნაირად უნდა იყოს წარმოდგენილი ქვეყნის მართვაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლეობა განსაკუთრებულ ხასიათს, ზნეობას, მოთმინებას მოითხოვს.
ცაბუტაშვილი განათლებით იურისტია. ის წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა.