ცნობილი ხდება, რომ ნორვეგილი მკვლელი ბრეივიკი მაშინ როდესაც ახალგაზრდებს ხოცავდა ფილმ "ბეჭდების მბრძანებლიდან" მელოდიას უსმენდა იმისათვის რათა საკუთარი მსხვერპლის ხმები არ გაეგონა.
ამასთან ერთად, 32 წლის ანდერს ბრეივიკს შესაძლოა ბრალად ახალი მუხლი წაუყენონ და იგი - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დაადანაშაულონ. ამ დანაშაულისათვის სასჯელი კი 30 წელს შეადგენს.
გადარჩენილი თვითმხილველები აცხადებენ, რომ ნორვეგიელმა მკვლელს, რომელმაც 86 ახალგაზრდის სიცოცხლე წაიღო, სროლის დროს ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას უსმენდა.