დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები ჟამურულების ოჯახი, დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საბერძნეთიდან საქართველოში 21 წლის რეზო ჟამურულის ცხედრის გადმოსვენებას მე-15 დღეა უშედეგოდ ცდილობს.
ოჯახმა დახარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც სთხოვა, მაგრამ გარდაცვლილის ახლობლების თქმით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო პრობლემით არ დაინტერესდა.
გარდაცვილის ოჯახის წევრების განცხადებით, რეზო ჟამურული საბერძნეთში ლეგალურად იყო წასული და ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა.
წინასწარი ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.