საქართველოს მოქალაქე, 27 წლის თბილსის მაცხოვრებელი რომელიც მოლდოველმა მესაზღვრეებმა დააკავეს არალეგალურად ტბა პრუტის გადაცურვას ცდილობდა. მამაკაცს თან აღმოაჩნდა ორი ზურგჩანთა, რომელშიც პირადი ნივთები იდო, სამაშველო რგოლი და ჟილეტი რაც ადასრურებს იმას, რომ მამაკაცი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას აპირებდა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მდია ავრცელებს.
შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 27 წლის თბილისიელს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში გადასვლა უნდოდა რათა იქ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ეშოვა. ამასთან ერთად, შემოწმების შედეგად ასევე გაირკვა ის, რომ დაკავებული ასევე ცდილობდა 10 დღის წინ დაეტოვებინა მოლდოვის ტერიტორია, მაგრამ ვინაიდან მისი საბუთები წესრიგში არ იყო, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
"ქართველმა აღიარა, რომ მან ვერ შეძლო ლეგალურად ევროკავშირის ქვეყანაში გადასასვლელად საბუთის გაკეთება და ამიტომაც ამის გაკეთება უკანონო გზით გადაწყვიტა. ამ დროისათვის დაკავებული პოლიციას გადაეცა", _ იუწყება მოლდოვური მედია.