2011 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 1 764,1 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 33.8 პროცენტით მეტია 2010 წლის პირველი კვარტლის მონაცემზე.
2010 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 1 318,1 მლნ. ლარი შეადგინა.
შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი - 88.4 პროცენტი უჭირავს გადასახადებს, შემდეგ მოდის სხვა შემოსავლები, რომელსაც მთლიანი შემოსავლების 7.2 პროცენტია და გრანტები - 4.4 პროცენტი.
2011 წლის პირველ კვარტალში გადასახადებიდან შემოსულმა თანხამ 1 559,0 მლნ. ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 38.0 პროცენტით აღემატება. გადასახადებში შემოსულ თანხებს შორის ყველაზე დიდი წილი - 43.2 პროცენტი (674,2 მლნ. ლარი) დამატებული ღირებულების გადასახადიდან შემოსულ თანხებს უკავია.