"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილი "კონტექსტიდანაა ამოვარდნილი".
"არ მაინტერესებს ოქრუაშვილის განცხადებები. ის არასერიოზულ ადამიანად მიმაჩნია და ამ შემთხვევაში, სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან. არ ვიცი, ამ ტიპის განცხადებებს (მოყოლებული წინა წლის სექტემბრიდან) შეგნებულად აკეთებს, თუ სათანადოდ ინფორმირებული არაა, მაგრამ ფაქტია, რომ მის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებით ფოტორეპორტიორების თემის გადაფარვა ნამდვილად მოხდა", - განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ოქრუაშვილის მიერ კონკრეტულად ნინო ბურჯანაძის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, "ოქრუაშვილი შეურაცხყოფას მას ვერ მიაყენებს".
"ადამიანი თავისი ქცევით და ისეთი განცხადებებით, რომელიც ცდება ეთიკის სტანდარტებს, თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას და არა სხვას. ოქრუაშვილი მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ნინო ბურჯანაძეს "ერთი გრამი ჭკუაც არ აქვს".