გალის რაიონს გარდა, აფხაზეთის სხვა რაიონში ქართული მოსახლეობის დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტია. აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა. ეს განცხადება შამბამ რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთან" საუბარში გააკეთა.
"დაახლოებით 50 ათასი ქართველი დევნილი ე.წ. მეგრელები დაბრუნდნენ გალის რაიონში. მათგან დაახლოებით 20 ათასს აფხაზური პასპორტი აქვს. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ სპეციალური პროგრამები მათი ადაპტაციისათვის. სხვა რაიონებში კი დაბრუნებაზე საუბარიც კი ზედმეტია. იმიტომ რომ იქ სადაც შერეული მოსახლეობა იყო, ისაუბრო იმაზე, რომ აქ შეიძლება ქართველი დევნილები დაბრუნდნენ, ეს ახალ კონფლიქტებს გამოიწვევს და ამას, შესაძლოა, ახალი სისხლისღვრა მოჰყვეს", - აცხადებს შამბა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთი ამისათვის მზად არ არის.
"ვისი დაბრუნებაც შეიძლებოდა, ჩვენ უკვე დავაბრუნეთ", - აცხადებს შამბა.
მისივე თქმით, დევნილების ადაპტაცია საქართველოში უნდა მოხდეს და ამის გაკეთება "ამდენი წლის განმავლობაში შეიძლებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას გამიზნულად ჰყავდა ისინი ცაში გამოკიდებულ მდომარეობაში",- აცხადებს სერგეი შამბა.