ოჩამჩირის რაიონში სამმა უცნობმა ნიღბიანმა ერთი ავტომატითა და ორი პისტოლეტით რუსეთის მოქალაქე ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი გაძარცვა. რუსეთის მოქალაქეები გაგრაში ისვენებენ და ოცამჩირეში, სოფელ ჩლოუში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა მგზავრები მიკროავტობუსიდან ჩამოსვეს და თავად ამ ავტობუსით მიიმალნენ.
"ტურისტებმი სამართალდამცავებს დროულად ვერ დაუკავშირდნენ ვინადან საკომუნიკაციო საშუალების გარეშე აღმოჩნდნენ, თუმცა მოგვიანებით მილიციასთან დაკავშირება ერთ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის დახმარებით შეძლეს.
სამართალდამცავებმა გატაცებული მიკროავტობუსი შემთხვევის ადგილიდან 10 კმ-ში აღმოაჩინეს. თავდამსხმელებმა გაიტაცეს 63 ათასი რუბლი, ორი ოქროს ძეწკვი, ხუთი ციფრული ფოტოაპარატი და 10 მობილური ტელეფონი", _ იუწყება აფხაზური მხარე.
სწორედ ამ ძარცვისა და სეპარატისტულ აფხაზეთში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას მიეძღვნა სეპარატისტების მიერ ჩატარებულ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ოთარ ხეცია ხელმძღვანელობდა.
ხეციამ სხდომაზე ბოროტმოქმედთა დაუყოვნებლივი დაკავების განკარგულება გასცა.