განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით ოთხი საჯარო სკოლის ლიკვიდაცია განხორცელდა. ბრძანების თანახმად, ლიკვიდაცია შეეხო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის №19 და №134 საჯარო სკოლებს, ასევე ძველი თბილისის რაიონის №34 და ვაკე-საბურთალოს რაიონის №57 საჯარო სკოლებს.
აღსანიშნავია, რომ შაშკინის ბრძანებაში წერია, რომ ლიკვიდირებულ საჯარო სკოლების შენობებში ამავე რაიონების საგანმანათლებლო რესურსცენტრები განთავსდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანება უკვე ძალაშია.