დაკავებულ ფოტორეპორტიორებსა და მთავარ პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პროკურატურამ უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა შუამდგომლობით, მოხდეს დაკავებულთა პირობითი მსჯავრით გათავისუფლება.
"ვ შ უ ა მ დ გ ო მ ლ ო ბ : 1. დაამტკიცოთ ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი გედენიძესთან და ნათელა გედენიძესთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მეშვეობით 2011 წლის „22„ ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება; 2. საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანოთ განაჩენი სისხლის სამართლის №081210711001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალდებული ზურაბ შოთას ძე ქურციკიძე (დაბ. 1973 წლის 01 იანვარს, პ/ნ 01013025931) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ბრალდებული გიორგი რამაზის ძე აბდალაძე (დაბ. 1972 წლის 09 აგვისტოს, პ/ნ 60001052817) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ბრალდებული ირაკლი გიორგის ძე გედენიძე (დაბ. 1973 წლის 05 დეკემბერს, პ/ნ 01010009743) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული ნათელა ვასილის ასული გედენიძე (დაბ. 1978 წლის 10 სექტემბერს, პ/ნ 01016000228) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ სასამართლოსადმი შუამდგომლობაში.