დაკავებულ ფოტორეპორტიორებს პირობითი სასჯელით გაათავისუფლებენ.
მთავარმა პროკურატურამ დაკავებულთათვის პირობითი მსჯავრის შეფარდების თაობაზე სასამართლოსთან შუამდლომლობის მზადყოფნა ოფიციალურად გამოთქვა.
როგორც პროკურატურის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, უწყება მზადაა ოთხივე დაკავებულ ფოტორეპორტიორთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს, მის ფარგლებში კი სასამართლოსთან მათთვის პირობითი მსჯავრის შეფარდების თაობაზე იშუამდლომლოს.
"საქმის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით, მიაწოდეს გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფრომაცია. მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლის და ანალიზის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ოთხივე ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბრლადებულების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობის განსაკუთრებული გარემოებები, კერძოდ: ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით, არამხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ, დროულად მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საქართველოში არსებული საიდუმლო თანამშრომლების და მათთან კავშირზე მყოფი პირების ვინაობა, ამ სამსახურების საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული გეგმები და ამოცანები, ინფორმაციის მიღების, მოპოვების და გადაცემის მეთოდები და აქამდე არსებული წესები (პრაქტიკა), ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საფარქვეშ მოქმედი ორგანიზიების შესახებ... ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.