ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი მიშა ღონღაძე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით "ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე იმოქმედებს".
როგორც ღონღაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, თუკი ზურაბ ქურციკიძე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას საბოლოოდ დათანხმდება, დოკუმენტს ხელს თავადაც მოაწერს.
"მე ყოველთვის ბრალდებულის პოზიციიდან გამოვდივარ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დასახმარებლად გავაკეთებ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თუკი ზურა გადაწყვეტს, რომ საპროცესო შეთანხმება მისთვის კარგი ვარიანტია, მე მას დავეთანხმები", - აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ქურციკიძის დაცვაზე დღეს მისმა მეორე ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა უარი თქვა, რადგან ის პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას არ მიესალმება.