უცნობმა პირებმა დაღესტანში ორი პოლიციელი მოკლეს. პოლიციელები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც უცნობმა პირებმა ცეცხლი დაღესტნის შს სამინისტროს ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის ავტომობილს გაუხსნეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, პოლიციელებზე თავდასხმა ამ დილით მოხდა.
"ბოროტმოქმედებმა დაღესტნის შს სამინისტროს ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის აჰმედ ბატალიევს ავტომობილს გაუხსნეს. წინასწარი ინფორმაციით ცენტრის ხელმძღვანელი ავტომობილში არ იმყოფებოდა - პოლიციელები კი დაიღუპნენ", _ იუწყება რუსული მედია.