კახეთში შაქარი გაძვირდა. 1 კილოგრამი შაქრის ფასმა 1,80 ლარიდან 2,20 ლარამდე მოიმატა. ერთი ტომარა შაქარი კი 110 ლარი გახდა. სასურსათო მაღაზიების მენეჯერების განცხადებით, შაქრის ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
დისტრიბუტორები ერთი ტომარა შაქრის ფასის გაზრდას 150 ლარამდე ვარაუდობენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ამბობს, რომ შაქრის გაძვირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.