საქართველოში, ტურიზმის სექტორში შემოდინებული სომხური ინვესტიციების მოცულობამ 300 მლნ. დოლარი შეადგინა, ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრ "ალტერნატივას" დირექტორი ტატული მანსერიანი აცხადებს. მისი განცხადებით, ტურისტული სეზონის პერიოდში თანხა 100 მლნ. დოლარს აღწევს და ამას ემატება ინვესტიციები ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.
სომეხი ბიზნესმენების ინტერესს საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი, მანსერიანი ქვეყანაში განხორციელებულ სხვადასხვა რეფორმებს უკავშირებს.