ევროკავშირის ქეყნებში ზალაში შევიდა ახალი მოთხოვნები, საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ახალი წესების მიხედვით, მწარმოებლებმა იმპორტიორებმა და დისტრიბუტორებმა უნდა შეამოწმონ სათამაშოების ხარისხი და პასუხი აგონ მასზე.
იმავდროულად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ მწარმოებლებზე კონტროლის დამყარება, ასევე საზღვრებზე მათი იმპორტისას. რიგ უწყებებს უფლება მიეცათ მოახდინონ იმ საბავშვო სათამაშოების კომფისკაცია, რომლებიც შესაბამისობაში არ იქნებიან დადგენილ სტანდარტებთან.
ყველმა სათამაშოს უნდა დაესვას შესაბამისი დამღა და ინდივიდუალური ნომერი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი წესები საბავშვო სათამაშოებზე ფასების ზრდას გამოიწვევს. 2009 წლის მონაცემებით, ევროკავშირში საბავშვო სათამაშოების რეალიზაციამ 14,5 მლრდ. დოლარი შეადგინა. წარმოების მეტი წილი, საფრანგეთზე, გერმანიაზე, იტალიაზე, ესპანეთზე, დიდი ბრიტანეთზე, ჩეხეთზე და პოლონეთზე მოდის.