წუხელ მოსკოვში სამი ავტომობილი დაწვეს, სამივე მათგანს კავკასიური რესპუბლიკების სანომრე ნიშნები ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უცნობმა პირებმა დაწვეს "ბმვ"-ს ტიპის ორი ავტომობილი და ერთი "ჟიგული". ორ ავტომობილს დაღესტნის რესპუბლიკის სანომრე ნიშნები ჰქონდა, ერთს კი ყაბარდო-ბალყარეთის. ამჟამად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და ბოროტმოქმედთა ძებნა მიმდინარეობს", _ იუწყება რუსული მედია.