ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს მფლობელი კანადური კომპანია "ინტერჰელს კანადა (ჯორჯია) ლიმიტედი" ხდება. მთავრობამ, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №29-ში მდებარე, შენობა-ნაგებობები, 6 მლნ დოლარად კომპანია "ინტერჰელს კანადა (ჯორჯია) ლიმიტედს" მიჰყიდა, რომელიც ვალდებულია ინფრასტრუქტურა გაანხლოს და რეაბილიტაცია ჩაუტაროს.
იმავდროულად. "ინტერჰელს კანადა (ჯორჯია) ლიმიტედი" ვალდებულია ასევე 2,5 წლის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულება 160 ახალი საწოლით აღჭურვოს.
საპრივატიზაციო პირობების თანახმად, "ინტერჰელს კანადა (ჯორჯია) ლიმიტედს" მოუწევს 10 წლის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას პროფილი შეუნარჩუნოს და მისი რეაბილიტაციისათვის და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებისათვის 25 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ასევე "ინტერჰელს კანადა (ჯორჯია) ლიმიტედი" ვალდებულია გადასაცემი ქონების ტერიტორიაზე მდებარე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება ხელუხლებლად დატოვოს.