დღეს, 20 ივლისს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N29, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 10 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.39%-ით, მაქსიმალური 8.58%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.50%-ით განისაზღვრა.