20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, "თიბისი ბანკის" პარტნიორი ობიექტები ექსკლუზიურად სმარტ კლუბის წევრებს დამატებით ფასდაკლებებს შესთავაზებენ. ობიექტებში არსებულ ფასდაკლებებს სმარტ კლუბის წევრებისათვის დაემატება 5-დან 20%-მდე ფასდაკლება.
"თიბისი ბანკში" განმარტავენ, რომ დახარჯეთ თქვენს მიერ დაგროვილი სმარტ ქულები და მიიღეთ უპრეცედენტო ფასდაკლება. სმარტ ქულების საშუალებით "თიბისი ბანკი" გაძლევთ საშუალებას თითქმის უფასოდ ან ნახევარ ფასად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. თუ არ გყოფნით ქულები ნივთის შესაძენად - დაამატეთ ნაღდი ფული ან პლასტიკურ ბარათზე არსებული თანხა.
თითოეულ პარტნიორ ობიექტში სმარტ კლუბის წევრთათვის ფასდაკლება მოქმედებს კონკრეტულ დღეებში: 20 ივლისი - გუდვილი - 5%-იანი ფასდაკლება საზაფხულო აქსესუარებზე; 21 ივლისი - მექსი - ობიექტში არსებულ 30-50%-იან ფასდაკლებას დაემატება 20%-იანი ფასდაკლება; 22 ივლისი - ბენეტონი - ობიექტში არსებულ 30-50%-იან ფასდაკლებას დაემატება 20%-იანი ფასდაკლება; 23,24 ივლისი - სუპერი - 10%-იანი ფასდაკლება უკვე ფასდაკლებულ პროდუქციაზე და 20%-იანი ფასდაკლება ყველა სხვა პროდუქციაზე;
25 ივლისი - ვულე-ვუ - ქარვასლაში არსებულ მაღაზიაში 20%-იანი ფასდაკლება ბრენდებზე: Roberto Cavalli, Lacoste, Hugo Boss, Laura Biagotti, Collistar;26 ივლისი - GPC - 20%-იანი ფასდაკლება სამკურნალო კოსმეტიკაზე CITY PHARMA-ს ობიექტში; 27 ივლისი - ლოპოტა - 15%-იანი ფასდაკლება 2-კაციან 1-დღიან ტურზე; 28 ივლისი - ARTTIME - 20%-იანი ფასდაკლება DOLCE&GABBANA-ს პროდუქციაზე; 29 ივლისი - ბოულინგი, ბილიარდი, გასართობი ოთახი - აქცია „1+1", „2+1" 30 ივლისი - კრისტალი - 20%-იანი ფასდაკლება მთლიან კოლექციაზე; 25% ფასდაკლება ვერცხლის კოლექციაზე. 31 ივლისი - ელიტ-ელექტონიქსი - 10%-იანი ფასდაკლება Bosch-ის და Gorenje-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე
თიბისი ბანკის აქცია „სმარტ ზაფხული" 20 ივლისს, 13:00 გუდვილში საზეიმოდ გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები