მობილური ოპერატორი "ბილაინი" თავის აბონენტებს გინესის წიგნში მოხვედრის შანსს აძლევს. დღეს, 16 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი ლოკომოტივის სტადიონზე) ბილაინის ორგანიზებით, მოეწყობა ყველაზე დიდი მობილურის ფორმის ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც ბილაინის ფერებში, შავსა და ყვითელ ფერებში იქნება. ჯაჭვის აწყობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმერ მსურველს, ვინც 7 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით დარეგისტრირდება ბილაინის ფეისბუქის გვერდზე.
"ბილაინი , აბონენტების ბაზის მიხედვით, მეექვსე ოპერატორია მთელს მსოფლიოში. გვინდოდა, რომ 168 მილიონ აბონენტს მთელს მსოფლიოში, კამბოჯას, იტალიის და უზბეკეთის ჩათვლით, ენახათ, თუ როგორი კრიატიული და ორგანიზებული აბონენტები ჰყავს ბილაინის საქართველოში. ასეთი მასშტაბური გინესის რეკორდი საქართველოში არასდროს დაფიქსირებულა, შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრომოუშენისთვის. ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ჩვენი აბონენტი მიიღებს შანს, მოხვდეს გინესის წიგნში, სახალისო თავგადასავალია ზაფხულის ერთ მშვენიერ შაბათს. ბილაინის დაფარვის ზონა ფართოვდება, ასევე იზრდება ჩვენი აბონენტების რიცხვი, შესაბამისად, გვინდა, ამ აქციით ყველას დავანახოთ, ჩვენი კომპანიის დინამიკური ზრდა", - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე.