ძველი ბათუმი ახალ ტურისტულ სეზონს ახალი ჰოსტელებით ხვდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მსოფლიოში მეტად პოპულარული საერთო საცხოვრებლები ძირითადად სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისად ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.
პირველი ასეთი ჰოსტელი « Batumi hostel » ჟორდანიას N18-ში გაიხსნა, იგი 14 ადგილიანია და 4 ოთახში ორსართულიანი საწოლებითაა დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკომპლექტებული. ახალი ჰოსტელი « Siesta » გაიხსნა ასევე ზუბალაშვილის N4ა-ში, რომელიც 50 კაცზეა გათვლილი და საკუთარი ეზოთი, ღია კაფეთი და აივნებიანი ოთახებითაა გამოირჩეული. კიდევ ერთი მსგავსი ტიპის 20 ადგილიანი საცხოვრებელი « Rover hostel » გაიხსნა მაზნიაშვილის N54-ში. ყველა ჰოსტელს ააქვს მისაღები ოთახი, სველი წერტილები აბაზანით, თანამედროვედ აღჭურვილი სამზარეულო, საერთო კონდიცირება. ჰოსტელებში კვირაში შვიდი დღის მანძილზე 24 საათიანი მომსახურებაა. უფასო სერვისში შედის თეთრეული, სარეცხი მანქანით სარგებლობა, ინტერნეტი (wifi). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ბათუმის ტურისტული სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს.