სადაზღვევო ბაზრის ლიდერი "იმედი ელი" საკუთარი ახალი პროდუქტის "ოუფენ დორის" გაყიდვას ტურისტული სააგენტოების საშუალებითაც გეგმავს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა ახალ პროდუქტზე სახეზეა და მის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავენ. პროდუქტის შეძენა ამჟამად "იმედი ელის" მომსახურების ოფისებშია შესაძლებელი. თუმცა, უკვე იგეგმება მისი ტურისტული სააგენტოებთან თანამშრომლობით გაყიდვა.
კომპანიის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარი დაზღვევა გააჩნიათ, საქართველოში მათი ადმინისტრირება რთულია. ეს პროდუქტი კი მათ საშუალებას აძლევთ, მარტივად შეიძინონ ადგილობრივი დაზღვევა და საჭიროებისამებრ მიიღონ მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეგახსენებთ, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად "იმედი ელმა" ბაზარზე სპეციალური შეთავაზება "Open door" გამოიტანა, რომელიც საქართველოში შემომსვლელ ტურისტებზეა გათვლილი. ეს დაზღვევა საქართველოში ტურისტების ყოფნის პერიოდში მათი სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს.