ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანია „იმედი ელს" ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოაქვს.
სპეციალური სადაზღვევო პაკეტი "Open door" საქართველოში შემომსვლელ ტურისტებზეა გათვლილი.
პროგრამა ტურისტების დაზღვევას - მათი საქართველოში ყოფნის პერიოდში გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს, იქნება ეს ჰოსპიტალური თუ ამბულატორიული მომსახურება.
კომპანია "იმედი ელის" გენერალური დირექტორის მოადგილის ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარი დაზღვევა გააჩნიათ, საქართველოში მისი ადმინისტრირების გზები საკმაოდ რთულია.
„ახალი პროდუქტი მათ საშუალებას მისცემს მარტივად შეიძინონ ადგილობრივი დაზღვევა და საჭიროებისამებრ მიიღონ მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროდუქტით უკვე დაინტერესდნენ ტურისტული კომპანიები. „Open door"-ით სარგებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, რომლებიც აქტიურ ტურისტულ ცხოვრებას ეწევიან", - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.
ახალი პროდუქტის „Open door"-ის გაყიდვას „იმედი ელ"-ი ტურისტული სააგენტოების საშუალებითაც გეგმავს.