ქუთაისში "საქართველოს ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურების "SOLO"-ს პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა. "SOLO"-ს სპეციალიზირებული მომსახურების კუთხე "საქართველოს ბანკის" ქუთაისის სერვისცენტრში განთავსდა, მისამართზე წმინდა ნინოს ქუჩა #19, სადაც "SOLO"-ს მომხმარებლები მომსახურებას ექსკლუზიურად მიიღებენ.
"SOLO", ეს არის "საქართველოს ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურება, რომელიც მოიცავს პრივილეგირებულ სერვისებსა და გამორჩეულ საბანკო პროდუქტებს. "SOLO" მომხმარებელი არა მარტო ზოგავს მისთვის ძვირფას დროს, არამედ იღებს მაქსიმალურად მომგებიან და კომფორტულ საბანკო მომსახურებას.
"SOLO" მომხმარებელს ემსახურება SOLO ბანკირი, რომელიც უწევს კონსულტაციას ნებისმიერ საბანკო და სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებით და ინდივიდუალურად ურჩევს მომხმარებელს მის ფინანსურ მიზნებზე მორგებულ პროდუქტებსა და მომსახურებას. მომხმარებლისთვის უფრო მეტი კომფორტისა და ექსკლუზიურობისთვის, განკუთვნილია "SOLO"-ს ფილიალი თბილისში და "SOLO"-ს მომსახურების ადგილები „საქართველოს ბანკის" ფილიალებში თბილისში, ბათუმსა და, ახლა უკვე ქუთაისში.
მხოლოდ "SOLO" მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ პრემიალური საერთაშორისო საკრედიტო ბარათი Aმერიცან Eხპრესს Gოლდ-ი, რომელიც გამოირჩევა მაღალი საკრედიტო ლიმიტით, ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით, ქულების დაგროვებისა და Selects-ის პროგრამით, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.
"SOLO" უპირატესობების გაზიარება მომხმარებლებს თავიანთი ოჯახის წევრებისათვისაც შეუძლიათ "SOLO Family"-ს მეშვეობით.