უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები უმაღლესი რადას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემყარება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამინისტროში ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინ გრიშჩენკომ განუცხადა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კითხვაზე, რა არის უკრაინისთვის პრიორიტეტი რუსეთის "საბაჟო კავშირთან" მიერთება თუ ევროპული გზა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მოლაპარაკებების დასრულებაა.
"უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არს უმაღლესი რადას მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის ახლა მთავრია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება", - დასძინა გრიშჩენკომ.