დღეს, ჩვილთა მე-18 ნათლობა გაიმართება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 500-მდე ჩვილი გახდება.
საპატრიარქოსთან არსებული საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეისათვის 8 780 პატარა ნათლული ჰყავს.
ჩვილთა პირველი ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და მომდევნო შვილები არიან.