დღეს, 13 ივლისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქვესადგურ "აეროპორტში" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აეროპორტის დასახლების, რკინიგზის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.