თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გაბუნია 11-18 ივლისს ევროპის ქრისტიან-პოლიტიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელზეც სეკულარიზაციის, ინტეგრაციის თემაზე და დემოკრატიზაციის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ იმსჯელებენ.
"ამ კონფერენციაზე მეძლევა შანსი ჩემს ევროპელ კოლეგებს მოვუთხრო იმ ტენდენციის შესახებ რომელსაც ადგილი ჩვენს ქვეყანაში აქვს და რომლის მიხედვით ხელისუფლება სეკულარიზაციისა და პლურალიზმის სახელით ცდილობს მოახდინოს ქვეყნის მთავარი რელიგიური ცენტრის, მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია. ამასთან ვისაუბრებთ დემოკრატიზაციის პროცესში საზოგადოების როლზე", - აცხადებს ზაზა გაბუნია.
კონფერენციას, რომელიც პარიზში დაიწყება საფრანგეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, საქართველოს და უკრაინის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.