საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანის რეალური სურვილი არა აქვს. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთან" საუბრისას განაცხადა.
"რა თქმა უნდა, რუსულ-ქართული ურთიერთობები ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ქართულ პოლიტიკაში. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობები ამ დროისთვის ჩიხშია შესული და აქედან გამოსავალი ძნელია, რადგან ეს ჩიხი ძალიან სერიოზული, ღრმა და ბევრი პრობლემის შემცვლია", - აცხადებს ბურჯანაძე "ეკო მოსკვისთან" ინტერვიუში.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანის სურვილი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს.
"საქართველოს ხელისუფლებას რუსულ-ქართული ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანის რეალური სურვილი არა აქვს, რადგან ძალიან მომგებიანია დღეს რუსეთის, როგორც მტრის, არსებობა, რათა ქვეყანაში შექმნილი პრობლემები მთლიანად რუსეთს გადაჰბრალდეს", - აცხადებს ექს-სპიკერი.