კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 4 ახალგაზრდა დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ცენტრალურ ავტომაგსტრალზე მოხდა, როდესაც ავტომაქანა სოფელ გავაზიდან ყვარელის მიმართულებით მოძრაობდა ხეს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების დროს ერთი ახალგაზრდა მანქანიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, ხოლო ავტომობილში მყოფი დანარჩენი სამი გარდაცვლილის ცხედრების ამოსაყვანად მაშველებს ავტომობილის გაჭრა მოუხდათ.
გარდაცვლილები, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალისტები მუშაობდნენ. ავარიის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.