პირველად ევროპის სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში წელმა მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, ამის შესახებ განცხადებას ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ავრცელებს.
ევროპელი სპეციალისტების განცხადებით, ფრენების უსაფრთოების გაძლიერება მოხდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და "უსაფრთხოების ახალი მენეჯმენტით".
EASA-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ეს იყო პირველი წელი ევროპის სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში, როდესაც ერთი ფატალური შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა".
მათივე განცხადებით, წინა წელი იყო "შავი", რადგანაც ატლანტიკის ოკეანეში კატასტროფა განიცადა Air France-ის ლაინერმა, რომლითაც 228 მგზავრი მგზავრობდა.