სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში სომხეთის არმია გამარჯვებას მოიპოვებს, აზრბაიჯანი კი დამარცხდება.
"ჩვენ გავიმარჯვეთ ხანგრძლივვადიან და უთანასწორო ბრძოლაში. როდესაც უთანასწორო ბრძოლაზე საუბრობენ მხედველობაში აქვთ ის, რომ აზერბაიჯანს მეტი ფული, ცოცხალი ძალა და ტანკი ჰქონდა. ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ ჩემთვის ომი იყო უთანასწორო, იმიტომ, რომ სუსტი ეომებოდა ძლიერს - ძლიერები კი ჩვენ ვიყავით", _ განაცხადა სარგსიანმა სომხეთის ახალგაზრდა ოფიცრების პირველ კონფერენციაზე.
მისივე თქმით, სომხეთი მხარს უჭერს მშვიდობას, მაგრამ ომის განახლების შემთხვევაში სომხეთი კვლავ გამარჯვებული იქნება.
"სომხეთი მხარს უჭერს მშვიდობას, მაგრამ თუ ოკუპანტებმა და აგრესორებმა კვალვ მოიდომეს ახალი ავანტიურის წამოწყება, წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ კვლავ უთანასწორო ბრძოლა იქნება და სომხეთი კვლავ უფრო ძლიერი იქნება", _აცხადებს სარგსიანი.