უცნობმა პირებმა დაღესტანში ღამით ერთ-ერთი სკოლის დირექტორი სადიკულახ ახმედოვი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მაგრამეტსკის რაიონის სოფელ სოვეტსკიეს სკოლის დირექტორი უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევის ადგილზე ამჟამად ოპერატიულ -სამძებრო ჯგუფი მუშაობს", _ იუწყება რუსული მედია.