როდესაც რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მხოლოდ ეთნიკურ ერთეულს რაღაც ტერიტორიის, მასთან სახელმწიფო დონეზე საუბარი ძნელია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა რადიო "ეხმო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში 2006 წლის შემდეგ ვითარება უარესობისკენ იცვლებოდა. ამჟამად მივიჩნევ, რომ ურთიერთობა ყველაზე დაბლაა იმ გაგებით, რომ საერთოდ არაფერი არ იქნება.
"ამჟამად ჩვენ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები, ფაქტობრივად, არ არის, რადგანაც რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად არ აღიარებს ჩვენ ხელისუფლებას; ოფიციალურად არ აღიარებს ჩვენს საზღვრებს და ოფიციალურად არ აღიარებს თვით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. საუბარი არცაა რაიმე სახის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე და აცხადებს, რომ საერთოდ არ გამართავს სერიოზულ მოლაპარაკებებს. უფრო მეტიც, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებბმა საკმაოდ სერიოზულ დონეეებზე შეწყვიტეს ჩვენი ქვეყნად დასახელება. ისინი ჩვენ ეთნიკურ ტერიტორიულ ერთეულს გვიწოდებენ, ეს ძველი საბჭოთა ბავშვობიდან, ტკივილამდე ნაცნობი ტერმინია. ამიტომაც, როდესაც ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც ეთნიკურ ერთეულს რაღაც ტერიტორიის, რა თქმა უნდა, ძნელია საუბარი სახელმწიფო დონეზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, საერთაშორისო ურთიერთობები მაინც არსებობს, მაინც დაფრინავენ თვითმფრინავები, მგზავრობენ ტურისტები და თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიიდან საზღვრის გახსნის შემდეგ საქართველოში 600-მდე ადამიანი გადმოდის დღეში, რომელთა რაოდენობა სავარაუდოდ 1000-მდეც გაიზრდება.
იმავდროულად, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან სწრაფად გამოვიდა პოსტსაბჭოთა სივრციდან კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური თვალსაზრისით.
"ამ გაგებით, რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან სწრაფად შორდება რუსეთს. ამიტომაც, როდესაც დღეს უყურებ, ვთქვათ, რამდენად არიან დამოკიდებული პოსტსაბჭოთა ქვეყნები და რამდენად არიან ისინი გადახლართულები და როდესაც უყურებ ბელორუსს ან შუა აზიის ქვეყნებს და თვით უკრაინასაც კი რა თქმა უნდა, არის კმაყოფილების გრძნობა, რომ ჩვენ უკვე ვერაფერს წაგვართმევენ. ჩვენ ყველაფერი უკვე დავკარგეთ და გადავრჩით. და ამ მხრივ, ეს კარგი გრძნობაა, რადგანაც ჩვენ დავშორდით. ჩვენ გავედით ამ სივრციდან და დღეს მნიშვნელოვნად მცირე, რამ გვაკავშირებს რუსეთთან ვიდრე ვთქვათ ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.