"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია წლების განმავლობაში საზოგადოებას იმედებს უცრუებდა. ამის შესახებ მან "ოპოზიციური ექვსიანის" მიერ სამოქალაქო მოძრაობისა და პოლიტიკური კოალიციის პრეზენტაციის დროს აღნიშნა.
"დიდი ხანი არ არის, რაც პოლიტიკაში ვარ, მაგრამ საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ ჩემს თავზე მეგრძნო ქართული პოლიტიკის მარცხი. მოდით, პირდაპირ ვუთხრათ ერთმანეთს პოლიტიკოსებმა, რომ ყველა მოქალაქეს გაუცრუეთ იმედი. მხოლოდ ძალაუფლებამოწყურებულ, თავის თავში უზომოდ დარწმუნებულ, მაგრამ ძალადობრივ ხელისუფლებაში მყოფ ძალას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ოპოზიციასაც", - აღნიშნა ალასანიამ.
მისი შეფასებით, ოპოზიცია, წლების განმავლობში დაკავებული იყო საკუთარ ინტერესებზე ზრუნვით, თვითგადარჩენით და არა საერთო საყრდენის პოვნით და ყველაზე მნიშვნელოვანის ირგვლივ გაერთიანებით.