"ქრისტიან-დემოკრატები" ახალ პოლიტიკურ კოალიციას მოუწოდებს, ღიად დააფიქსირონ, აპირებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ "ოპოზიციურ ექვსიანში" შემავალი პარტიების პოლიტიკურ კოალიციად ჩამოყალიბების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი გაერთიანების ტენდენციები რვიანში ადრეც შეიმჩნეოდა, თუმცა "ქრისტიან-დემოკრატები" წინააღმდეგი იყვნენ.
"პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ცალ-ცალკე ვერ ქმნიან ამინდს, ასეთი გაერთიანება ძალიან კარგია. თუკი ისინი რამეს შეცვლიან კოდექსთან მიმართებაში, მივესალმებით, მაგრამ მათ დღესვე უნდა განაცხადონ მთავარი - მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, რადგან არსეთ შემთხვევაში მონაწილეობა ისევ ხელმოწერას ნიშნავს ხელისუფლების შეთანხმებაზე", - აღნიშნა ვეფხვაძემ.