საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით კომისიის შექმნა აგვისტოდან დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, უნდა მომზადდეს საფუძველი, რომ კომისია 1-ლი ოქტომბრისთვის ქმედითი იყოს, შესაბამისად, კომისიას საარჩევნო სიების გადასამოწმებლად, ერთწლიანი დრო ექნება.
რაც შეეხება კომისიის უფლებამოსილებას, კერძოდ კი, გააგრძელებს თუ არა იგი მუშაობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, დეპუტატის თქმით, დეტალები დაზუსტებული არ არის.