"რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დიდი სიბრძნე გამოიჩინა მაშინ როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია შეინარჩუნა", _ ბრძანა სრულიად საქარველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისი მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, მისმა უწმინდესობამ ილია II რადიოსადგურ "ეხო მოსკვი"-სათვის მოცემულ ინტერვიუში.
"ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ვფიქრობთ, რომ კიდევ მრავალი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ ჩვენი ხალხების დაახლოებისათვის. 25 -30 ივლისს უკრაინას უნდა ვესტუმრო. იქ ასევე ჩამობრძანდება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. 26 ივლისს ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, ვისაუბრებთ, ვფიქრობ ძმური ურთიერთგაგებით", _ ბრძანებს მისი უწმინდესობა.